понедельник, 5 марта 2018 г.

საწრეო მუშაობა

                                         



 წრის დასახელება:
 “...რომ  ლექსი  შველის ყოველგვარ ტკივილს...“
საწრეო მუშაობის მიზანია:
1.      მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით, ფოკუსირებული სწავლება.
2.      მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობაა2017-2018 სასწ.წ. მე-2 სემესტრი კვირაში  1 სთ. 
         საწრეო მუშაობა „რომ ლექსი შველის  ყოველგვარ ტკივილს..“საჭიროა მოსწავლეთათვის პოეზიის , ქართული ლექსის ბუნების გასაცნობად,
      ქართული ლექსის მაღალი კულტურა ,დახვეწილი ხელოვნება,როგორც ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებაა,ვფიქრობ  , სკოლის მერხიდანვე უნდა ჰქონდეს შეთვისებული ახალგაზრდებს.  ამავე დროს, ლექსის თეორიასთან ერთად,მათთვის ცნობილი უნდა იყოს მშობლიური ლექსის ისტორიაც,რომელიც ათეულ  საუკუნეს ითვლის.
საწრეო  მუშაობის  აუცილებელი  პირობაა,  მოსწავლეებმა  შეისწავლონ  ლექსის   სწორად კითხვა, რიტმი,  რითმა,ლექსის სახეები,  ბგერწერა , ქართული  ლექსის  განვითარების გზა, მხატვრული კითხვა. მოიძიებენ  და  მოისმენენ  ქართველი პოეტებისა  და  მსახიობების  მიერ წაკითხულ  ლექსებს, შეისწავლიან   მათთვის   სასურველი ლექსების  მხატვრულად  კითხვას.

                  ლექსის ცოდნა მხოლოდ მის დაზეპირებას როდი ნიშნავს.ლექსი,როგორც კაცობრიობის მეორე  სამეტყველო ენა . საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული  პატივით   სარგებლობდა.საქართველო პოეტური კულტურის ქვეყანაა.იგი ხალხის  ფიქრისა და განცდის გამოხატვის ულამაზესი საშუალებაა,ადამიანის სულიერი ცხოვრების აუცილებელი მოთხოვნილებაა.




 საწრეო მუშაობის პროგრამა

თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა
1.03
         საწრეო  მუშაობის მიზნის გაცნობა
7.03
პოეტური     ხელოვნების       რაობა.      ლექსი    და    პროზა.წინადადებები   შინაარსის 
 მიხედვით.  სხვადასხვა  ტიპის  წინადადებების  სწორად კითხვა.
15.03
ენის გასატეხები მათი სწორად და სწრაფად კითხვა . მუხრან მაჭავარიანი  - „მრავალჭირვარამგადანახადი“ ლექსის მხატვრული კითხვა
22.03
ლექსის    რიტმი   ანა კალანდაძე- „   მოდიოდა ნინო მთებით“მახვილი   ენასა   და   ლექსში
29.03
ლექსის სახეები.ეროვნული სალექსო ფორმები   გალაკტიონი- „ქარი ქრის“
5 .04
რუსთაველი,გურამიშვილი, ბარათაშვილი,,ილია, აკაკი,გალაკტიონი ვაჟას სალექსო ფორმები
19.04
სასურველი ლექსების დასწავლა და მხატვრული კითხვა
3.05
ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა და კომენტარიქართველი მსახიობების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა
17.05
სასურველი ლექსების მხატვრული კითხვა   (ა.კალანდაძის, მირზა გელოვანის,ლადო ასათიანის ,ალექსანდრე საჯაიას, მუხრან მაჭავარიანის,  შოთა ნიშნიანიძის)
24.05
,,პოეზია უპირველეს ყოვლისა"ჩემი საყვარელი ლექსის მხატვრული კითხვა.თეატრალური კითხვა.თანამედროვე პოეტების ლექსები(შეჯამება)

.
ლექსთწყობაიგივე ვერსიფიკაცია (ლათ. versus — ლექსი და facio — ვქმნი), მხატვრული მეტყველების ბგერითიმეტრულ-რიტმულიფსიქოლოგიურ-ინტონაციური ორგანიზაციარომლის მოწესრიგებულობასაკუთრივ მას ესთეტიკური ფენომენის მნიშვნელობას სძენსლექსითი მეტყველებისათვის ნიშანდობლივი დაყოფა რიტმულ-ინტონაციურ მონაკვეთებად (ტაეპებადდამახასიათებელია ყველა ენისთვისმაგრამ ტაეპის შინაგანი ორგანიზაცია (სალექსო საზომიმეტრისხვადასხვაგვარია სხვადასხვა ენაში და განისაზღვრება ყოველი ენის ბუნებითშესაბამისადშეიქმნა ლექსთწყობის სხვადასხვა სისტემებირომლებიც იყოფა ორ ძირითად კატეგორიადმეტრული (რომლებსაც საფუძვლად უდევს რიტმული მოდიფიკაციებიდა დისმეტრიული.
მეტრი ლექსთწყობაში (ბერძნ. metron - საზომი), ლექსის საზომილექსის სქემა ტერფაბად მისი დაშლის თვალსაზრისით.
რითმა (ბერძნ. rhythmos - ტაქტიზომა), ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორებაბგერათა შეწყობა-შეთანხმება ტაეპებში უკანასკნელი მახვილიანი მარცვლიდან მოყოლებულიზოგჯერ ბგერების ასეთი შეწყობა-შეთანხმება ტაეპებს შიგნით.
რითმაში შეიძლება მეორდებოდეს ცალკეული ბგერებისიტყვები ან სიტყვათა ჯგუფებიიშვიათ შემთხვევაში კი - ტაეპებილექსიკური თვალსაზრისით რითმა საინტერესოა იმითრომ იგი ბგერითი გამეორებით გამოყოფს სიტყვას და ამით ხაზს უსვამს მის მნიშვნელობასრითმის ინტონაციური ფუნქცია ხელს უწყობს ლოგიკურ მახვილსრის შედეგადაც გასარითმი სიტყვა გამოიყოფა მეტყველების ნაკადში და იქცევს ყურადღებასრითმა პოეტურ მეტყველებაში ქმნის რიტმულობასკეთილხმოვანებასმუსიკალობას

ენის გასატეხები
        1.ჭინჭარში ჭიჭინობელა ჭიანურივით ჭიჭინებს
2.თამთა თეთრ თუთას თქაფთქაფით ჭამდა.
3.ყვავოყვავოყვანჩალააქ რამ მოგაჩანჩალა?
4. კაჭაჭში კჭკაჭი ჭიანჭველას არ აჭაჭანებს
5. ჩინეთიდან ჩინელებმა ჩაი ჩამოიტანესჩაიდანში ჩაყარეს და ჩაატარ-ჩამოატარეს.
6.თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა.
7.აბლაბუდამაბლაბუდაშიგ ობობა გაბლანდულა.
8.. დაფაციცებულნი ფრინველნი უფრო დაფაციფუცდებიან.
9.ბაყაყი წყალში ყიყინებს.
10.. ჭია ჭიჭინაძე ჭიშკართან ჭრიჭინას ჭრილობას ჭინჭრით უხვევდა.
11. შარიანი შარისათვის შარს დაეძებს შარა-შარა.
12.ყვავი ყვა-ყვას ყრანტალებსოყორანი კი აჯავრებსო.
13.წამხედურმა წაიხედაცალი ფეხი წაიტეხა
14. კუბიკში რომ კუბიკიაიმ კუბიკში კუბიკი დევს.
15.კაპიკი გაკაპიკებულასაკაპიკეში ჩაკაპიკებულა.
/ნაბუქოდონოსორმეფე განაბუქოდონოსორმეფებულა/
/სარტყელი მივირტყ მოვირტყი და მირტყმულ მორტყმული დავიარები/

 ----------------------------------------------------------------------------------------------------------
აფორიზმები

1.                   ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსაგულსა.
2.                   ავსა კარგად ვერვინ შესცვლისთავსა ახლად ვერვინ იშობს.
3.                   არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.
4.                   არ იცივარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
5.                   არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.
6.                   ასი ათასსა აჯობებსთუ გამორჩევით მქმნელია.
7.                   ბინდის გვარია სოფელიესე თუნდ ამად ბინდდების,კოკასა შიგან რაცა სდგასიგივე წარმოდინდების!
8.                   ბოროტსა სძლია კეთილმანარსება მისი გრძელია!
9.                   გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
10.                განგებასა ვერვინ შეცვლისარ-საქმნელი არ იქმნების.
 ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 ძახილისა და ბრძანებითი წინადადებები

            ძახილის წინადადება მოლაპარაკე პირის დიდ გრძნობებს, ემოციებს გადმოსცემს.
ძახილის წინადადებებია: შესანიშნავი ამინდია! რა კარგი ხარ, რა კარგი! ოლოლო, ვერ გამოიცანი! ო, როგორ მეჯავრები!
ემოცია სხვადასხვაგვარია და ძახილის წინადადებაც, შინაარსის მიხედვით, რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ: კმაყოფილების, სიხარულის, აღტაცების, გაკვირვების, დანანების, სიბრალულის, აღშფოთების, მწუხარების გადმომცემი ძახილის წინადადებები.
ძახილის წინადადებაში ხშირია შორისდებულების გამოყენების შემთხვევები. გარდა ამისა, დამახასიათებელია თავისებური ინტონაცია.
ძახილის წინადადების ბოლოს აუცილებლად ძახილის ნიშანი იწერება.
ბრძანებითი წინადადება გამოხატავს მოლაპარაკე პირის ნება-სურვილს, რომლის შესრულებასაც ავალებს ამა თუ იმ პირს.
ბრძანებითი წინადადება მტკიცების მიხედვით ორგვარია: წართქმითი და უკუთქმითი.
წართქმითია: მოდი აქ! გაჩუმდი! მზეო, ამოდი, ამოდი!
უკუთქმითია: არ წახვიდე! ნუ ჩქარობ! ნურსად გეჩქარება!
ბრძანებითი წინადადების ბოლოს, როგორც წესი, ძახილის ნიშანი იწერება, თუმცა წერტილსაც ხმარობენ, თუკი მისი წარმოთქმა მშვიდი ტონით არის საჭირო: ჯერ დაწყნარდი, ჩემო კარგო, და მერე ვილაპარაკოთ.

თხრობითი წინადადება

თხრობითია წინადადებარომლითაც მთქმელი სხვას რაიმე აზრს გადასცემსმოუთხრობს.

    ლაპარაკისა და დაწერილის ხმამაღლა კითხვისას თხრობითი წინადადებისბოლოს ხმას ვუდაბლებთ და ვჩერდებით.
 წერის დროს თხრობითი წინადადების ბოლოს წერტილს ვწერთ.
თხრობითი წინადადების მაგალითები:
   1. გაზაფხულდა.
  2. ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია. 
 3. ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია.


კითხვითი წინადადება

კითხვითია წინადადებარომელიც კითხვას გამოხატავს.

1.    კითხვითი წინადადებაორგვარია: კითხვითსიტყვიანი და არაკითხვითსიტყვიანი.
2.    კითხვითსიტყვიან კითხვითს წინადადებაში შეკითხვის მახვილი კითხვითსსიტყვაზეა.
3.    კითხვითი სიტყვები შეიძლება იყოსვინრარომელირამდენისადაური?როდისსაიდანრატომდა სხვ.
4.    მაგ.: ვინ გითხრა ეს ამბავი?
5.    თუ კითხვითი წინადადება კითხვითს სიტყვას არ შეიცავსკითხვის მახვილიშემასმენელზეარომლის უკანასკნელი ხმოვანიც ტონის ამაღლებით (ხმისაწევითდა რამდენადმე გაგრძელებულად წარმოითქმის.
6.    კითხვითი წინადადების ბოლოს იწერება კითხვის ნიშანი.
7.    მაგ.: შეასრულეთ დავალება?

 ბრძანებითი წინადადება

ბრძანებითია წინადადებარომელიც ბრძანებას ან მოწოდებას გამოხატავს.
                                                             მაგ.: გაჩუმდიხმა ჩაიწყვიტე!

ბრძანებითი წინადადება გამოხატავს აგრეთვე თხოვნას,რჩევა-დარიგებასდალოცვას და სხვ

                                                            მაგ.: მუხავმომე რკო!
                                                            ბრძანებითი წინადადების ბოლოს ჩვეულებრივ ძახილის ნიშანიდაისმის. 

კითხვით-ძახილის წინადადება

კითხვით-ძახილისაა წინადადებარომელიც ერთდროულად კითხვასაც გამოხატავს და ძლიერ გრძნობასაც.

                                                            მაგ.: ვაგაგონილა?!
                                
ეს რა ამბავიარას ამბობს ლევანი?!
 კითხვით-ძახილის წინადადების ბო

გამოყენებული ლიტერატურა: